„არაპროგრამულიდან ოთარ ჭილაძე და პროგრამულიდან „ხევისბერი გოჩა“ მოვიდა“ – მეორე სესიის პირველი აბიტურიენტი
ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტი გამოვიდა.
როგორც ის EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, დავალებებში „არაპროგრამულიდან ოთარ ჭილაძე და პროგრამულიდან „ხევისბერი გოჩა“ მოვიდა“.
„არაპროგრამულიდან ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტა” მოვიდა, პროგრამულიდან – ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა” და ესე – წარსულის მნიშვნელობაზე. პირველი სესიის საკითხები უფრო მარტივი იყო. პროგრამულიდან „ხევისბერი გოჩა” შეგვხვდა ფინალური სცენა, არაპროგრამულიდან – ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტა”. მე პირველი ავარჩიე, რადგან კარგად მქონდა ნასწავლი და წერაც მეტი შემეძლო. ესე იყო თემაზე რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის ცოდნა.
„როგორც მოველოდით, არცერთი თემა არ გამეორებულა. წერდნენ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან” შემოვიდოდა კითხვები და მეც ის გავიმეორე. როგორც ჩანს, სულ ტყუილად. ესეს რაც შეეხება, მე მერთულა. დამაბნეველი თეზისი რამდენჯერმე გადავიკითხე – „ყმაწვილკაცობაში დაშვებული შეცდომები, წარსული რამდენად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებასა და მომავალზე”. ჯამში კმაყოფილი ვარ”, – უთხრა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს.
ასევე იცილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა მზეო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება