GE

არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილება შევიდა – ბრძანება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენლეკმა, ხელი მოაწერა ცვლილებას „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

კერძოდ, როგორც დღეს, 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, საქმე ეხება ტესტირების ენას, თუ ვინ შეძლებს და ექნება უფლება, რომ სასურველ ენაზე ჩააბაროს კონკრეტულ საგნებში საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდა.

„2022 და 2023 წლებში ორგანიზებული ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება როგორც ქართულ, ასევე რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში“, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

ზემოაღნიშნულთან ერთად, დოკუმენტში განმარტებულია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, საფასურის გადახდის გარეშე გაიაროს რეგისტრაცია საგნის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური