არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
2026 წლის ხაფხულის გამოცდების მონაწილე აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები, ასევე მათი მშობლები სვამენ კითხვას: რადგან საგამოცდო ბარათებზე ბავშვობის ფოტოა დატანილი, ხომ არ შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემა გამოცდის დღეს და არის თუ არა საჭირო მონაცემების ცვლილება?
EDU.ARIS.GE ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეს, 22 ივნისს დაუკავშირდა და NAEC-ის ოფიციალურ პასუხს გიზიარებთ:
“აბიტურიენტს პრობლემა არ შეექმნება, არ ინერვიულოთ. იუსტიციის მონაცემთა ბაზიდან ასე არის მოწოდებული. არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, რადგან როდესაც აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ეს სურათი იყო და ეს დაფიქსირდა საგამოცდო ბარათზე. ამობეჭდეთ საგამოცდო ბარათი, რომელსაც გიჩვენებთ პროგრამა, აპლიკანტი ჩვეულებრივად გაივლის რეგისტრაციას, ფოტოზე არ ინერვიულოთ”, – განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – პროცედურა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება