არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს
„გამარჯობა, აბიტურიენტი ვარ და უცხო ენად ინგლისური ავირჩიე. მე-4 ვარიანტი დავწერე. მეორე სავარჯიშოს პირველი დავალების პასუხი სავარაუდოდ შეცდომა იყო. არაერთმა მათგანმა, მათ შორის მეც, მივმართეთ გამოცდების ცენტრს პრეტენზიით. Facebook-ზე naec-ს არაერთი უკომენტარებს ამ პრობლემით, რაზეც მსგავს პასუხს წერენ : „გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტესტს“. აბიტურიენტები ვერ ვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას, იქნებ დაგვეხმაროთ“, – ეს წერილი EDU.ARIS.GE-ს ლიკა ოძელაშვილმა მისწერა, თუმცა იგი მხოლოდ ერთ-ერთია იმ საკმაოდ ბევრი აბიტურიენტისაგან, რომლებმაც იმავე პრობლემაზე ჩივილით მოგვმართეს.
საქმე ინგლისური ენის ტესტში ერთ-ერთ დავალებას ეხება, რომელშიც ტექსტია მოცემული. შემდეგ კი ტექსტიდან ამოკრეფილ მოსაზრებებზე აპლიკანტებმა უნდა დაწერონ სწორია იგი, თუ არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბიტურიენტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სწორი პასუხი დაწერეს, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი პასუხი არასწორად იქნა მიჩნეული.
ლიკა და მისი მეგობრები ოფიციალურად გეგმავენ გასაჩივრებას. მიუხედავად იმისა, რომ მან ინგლისურში საკმაოდ მაღალი- 85 ქულა აიღო, ფიქრობს, რომ ერთი ქულა უსამართლოდ დააკლეს.
ბუნებრივია, საკითხით დავინტერესდით და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელს რუსუდან ტყემალაძეს დავუკავშირდით. მისთვის ეს პრობლემა უკვე ნაცნობი იყო, რადგან როგორც აღმოჩნდა, იმავე საკითხზე ჩივილით აბიტურიენტები ცენტრშც რეკავენ.
„თითოეული საჩივარი ჩემამდე მოდის. აბიტურიენტების კომენტარებს ყურადღებით ვუსმენთ. ამბობენ, რომ ტესტში შეცდომაა და თქვენი საშუალებით მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ტექსტში არანაირი შეცდომა არაა. უბრალოდ, ტრადიციულად, ტესტი ისეა აგებული, რომ ზოგიერთი საკითხი შედარებით მარტივია, ზოგი – საშუალო სირთულის, ზოგიც – რთული და ენობრივად ნიუანსური. ამიტომაც, ზოგს შეიძლება ეგონის, რომ სადღაც შეცდომაა. დაბეჯითებით ვიმეორებ – არანაირი შეცდომა არც პასუხებში და არც ჩვენს ტექსტში არაა.
„ვაღიარებ, რომ ამ ტექსტის სტრუქტურა რთული და ნიუანსურია. ამ სიტყვას, რომელზეც საუბარია, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამ კონკრეტულ კონტექსტში კი ეს სიტყვა უნდა გაიგებოდეს ისე, როგორც სწორი პასუხი გულისხმობს“, – განგვიცხადა ტყემალაძემ.
ჩვენს კითხვაზე – ჩაითვლება თუ არა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეოთხე ვარიანტი სხვებზე რთულად, მან გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ – არა. თუმცა, ეს უფრო ზუსტად ერთ კვირაში, სტატისტიკური ანალიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ვფიქრობ, რომ უფრო რთულ ვარიანტად არ გამოცხადდება, რადგან ტესტში შეცდომა არაა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ვარიანტი უფრო რთული არ იქნება. იმედია, ანალიზის შედეგებით ჩემი ეს ვარაუდი გამართლდება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.
მან აქვე ისიც დასძინა, რომ გასაჩივრებას აზრი არ ექნება, რადგან „არაფერი შეიცვლება“.
ინგლისური ენის ტესტის აღნიშნული დავალება:
სწორი პასუხი:
აბიტურიენტთა ინგლისურის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით – გამოცდები 2017
გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 2017
ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდის ცვლილებები
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება