არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გრძელვადიანი პარტნიორობისთვის USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს კიდევ 3 უმაღლესი სასწავლებელი შეირჩა, რომლებიც არიზონის განათლების სკოლასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა. აშშ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, პროფესორმა ივეტა სილოვამ.
შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას, რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.
-
აწსუ-ის საკალათბურთო გუნდმა სტუდენტურ B ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი