ასე გავხდი კარგი ონლაინ მასწავლებელი
როგორ გავუმკლავდეთ დროის ახალ გამოწვევებს? რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა მუშაობისას? ჰარვარდის უმაღლესი სკოლის განათლების სპეციალისტებმა ამაზე კონკრეტული რეკომენდაციენი უკვე შეიმუშავეს.
ბევრი მასწავლებლისთვის ვირტუალური კლასი ახალ მწვერვალს გავს, რომელიც მათ უნდა დაიპყრონ. სამწუხაროდ, ამ პროცესს ტრადიციული სასწავლო პროგრამები აფერხებს. არსებულ ვითარებაში მათი განახლება და ახალი ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობა გარდაუვალია.
თუმცა, ჰარვარდის უმაღლესი სკოლის განათლების სპეციალისტის, რონდა ბონდის აზრით, დისტანციური სწავლების საუკეთესო მასწავლებელი არ არის ის, ვისაც პროგრამის ან აპლიკაციის ათვისება ადვილად შეუძლია. წარმატებას იგივე მახასიათებლები უზრუნველყოფს, რომლებიც მასწავლებელს ყოველთვის ჭირდებოდა: გადაწყვეტილების მიღება, მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო სტრატეგიების გამოყენება, ინდივიდუალური მასალების შერჩევა და სწავლების დაგეგმვა.იმაზე, თუ როგორ მოაწყოთ ინდივიდუალური დისტანციური სწავლება, რონდა ბონდი თავის თანაავტორთან, აკანე ზუშოსთან ერთად, წიგნში ,,დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკული რჩევები“ საუბრობს.
ტექნოლოგიები მასწავლებელზე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მას საგნის შინაარსის ახსნაში, ახალი საკითხის განსახილველად უკეთესი ფორმის შექმნასა და ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ეხმარება. მასწავლებელმა რეაგირება მოსწავლის გამოცდილების ფართო სპექტრზე უნდა მოახდინოს. სწავლების დროს მასწავლებლის იზოლირებული ტექნოლოგიური უნარები შეიძლება საკმარისი არ იყოს.
როგორ შევქმნათ ვირტუალური გარემო მოსწავლეებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები იგივე დარჩა, შეიცვალა ორი ძირითადი ფაქტორი: საკლასო გარემო და სწავლების დრო. რეალურ საკლასო ოთახში, მერხებთან სწავლას თავისი პლუსები აქვს: სასწავლო გარემოს შეგრძნება, ერთიანობა, კავშირი მოსწავლეებს შორის. თვითონ ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ, მათზე ერთგვარად მოქმედებს, პედაგოგს კი მისი საშუალებით (კლასის დიზაინით, გაფორმებით, ზონებად დაყოფით და სხვა) მოსწავლეებზე ზემოქმედება შეუძლია. სხვა საქმეა, როდესაც თითოეული მოსწავლე თავის სახლში, საბავშვო ოთახში იმყოფება.
ტრადიციული საკლასო სისტემის მინუსი იმაშია, რომ მას სწავლების ეფექტურობის შეზღუდვა შეუძლია. მასწავლებელი დიდ იმედს ამყარებენ იმაზე, რომ მოსწავლეები კლასში იმყოფებიან და ყველაფერს ისმენენ, რის გამოც მათი მოტივირება და დაინტერესება ავიწყდება. მაგრამ თუ მერხთან მჯდომი ბავშვი ღრუბლებში დაფრინავს, რაიმის სწავლებაზე საუბარი ზედმეტია. ახლა, როდესაც გაკვეთილის მსვლელობისას ყველასათვის საერთო ოთხი კედელი არ არსებობს, მასწავლებელი იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ აგრძნობინოს თითოეულ მოსწავლეს თავი კლასის ნაწილად და მათი გაკვეთილის პროცესში ჩართვა შეძლოს. ვირტუალურ გარემოში ამის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამისათვის ჰარვარდის სპეციალისტები გვირჩევენ:
• მოსწავლეებთან ურთიერთობის აწყობასა და მათთან კავშირი გამყარებას;
• მოსწავლეებთან არა სამეცადინო თემებზე სასაუბროდ დროის გამონახვას;
• შესთავაზოთ მოსწავლეებს აჩვენონ რაღაც, რაც გაკვეთილის მსვლელობისას მათ გარშემოა;
• თითოეულ მოსწავლეს, აზრის დასაფიქსირებლად, დრო მისცეთ;
• მოსწავლის მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაოს აღსანიშნად, სხვადასხვა ხერხის, მაგალითად ,,ვირტუალური ფრიადოსნების დაფა“ მოფიქრება.
სწავლების დროსთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება
სასკოლო გრაფიკი შეიძლება უზარმაზარი შეზღუდვა იყოს, ვინაიდან ყველა მოსწავლეს, მისი თავისებურებისა და მოთხოვნების მიუხედავად, გაკვეთილისთვის 45 წუთი აქვს. ონლაინ სწავლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დროის მოქნილ ინტერვალებს სთავაზობს. შესაბამისად, ბავშვმა საკუთარი სასწავლო დროის მართვა უნდა იცოდეს. ეს მათ დამოუკიდებლობასა და პასუხუსმგებლობას ასწავლის.
შეაქეთ დამოუკიდებლობა და ურთიერთთანამშრომლობა:
• შეარჩიეთ სწავლების ოპტიმალური და ყველასათვის საინტერესო ხერხი;
• მიაწოდეთ ბავშვებს სხვადასხვა მასალა, საიდანაც ისინი, მათ ინტერესებთან შესაბამისს აირჩევენ;
• მოსწავლეებს დროის მენეჯმენტის ელემენტები მიაწოდეთ. ვირტუალურ გარემოში მათი ცხრილისა და გრაფიკების გამოყენება არის შესაძლებელი;
• მოსწავლეებს, სასწავლო დროსთან დაკავშირებით, აზრის დაფიქსირება სგანჭვრიდეთ თხოვეთ. მათ შესანიშნავი იდეების მოწოდება შეუძლიათ იმაზე, თუ როდის და რამდენ ხანს ურჩევნიათ სწავლა.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:
მეცადინეობის მოქნილ გრაფიკს მასწავლებლებიც უნდა შეეჩვიონ. გაკვეთილებს შორის არსებულ ინტერვალებში, მოსწავლეებთან მიმოწერის ან ZOOM-კონფერენციის დროს წერილობით მიმართვების ანალიზისთვის. დროის გამონახვა არის შესაძლებელი. ასეთმა უკუკავშირმა სწავლების პროცესი შეიძლება უფრო ეფექტური გახადოს, რაც კლასის დინამიკაზე დადებითად აისახება.
როგორ ვიყოთ მოქნილი
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მასწავლებლების მთავარი პრობლემა არა საინტერესო იდეების დეფიციტში, არამედ მათ შიშებში მდგომარეობს. მათ დროისა და მოსწავლის ინტერესის დაკარგვის, გაკვეთილისთვის საჭირო მასალის მოძიების, სასწავლო პროგრამის გადახვევასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის კრიტიკის ეშინიათ. ამიტომ ისინი ცდილობენ არ გარისკონ, რის გამოც ზოგი მოსწავლე გაკვეთილისგან სარგებელს ვერ იღებს. მაგრამ პანდემიის დროს ზოგი შიში შეგიძლიათ დაივიწყოთ. ,,თქვენ, თითოეული მოსწავლის სასწავლებლად, იდეალური გარემო არასოდეს გექნებათ”, – თვლის ექსპერტი. ,,ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს. ასწავლეთ მოსწავლეებს დღეს, იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოთ“.
რეკომენდაციები მასწავლებლისთვის:
• გაკვეთილზე მოსწავლეების უკუკავშირის მოსასმენად დრო მოიტოვეთ. ამაზე დაყრდნობით სასწავლო პროცესში ეფექტური ცვლილებების შეტანას შეძლებთ;
• წინასწარ განჭვრიტეთ პრობლემები. შეიმუშავეთ გეგმები, რომელთაც ისეთი გამოუვალი მდგომარეობების დროს გამოიყენებთ, როგორიცაა ინტერნეტის შეფერხება ან სხვა ტექნიკური პრობლემები.
მე ასე გავხდი კარგი ონლაინ მასწავლებელი ძვირფასო პედაგოგებო! ნუ დანებდებით!
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: osvitoria
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება