ასეთი განათლების სისტემა ცვლის სწავლისადმი მიდგომას – 14 მიზეზი რატომაა ის საუკეთესო
კვლევები აჩვენებს, რომ ფინური სკოლის მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო მოსწრებით გამოირჩევიან. სხვა ქვეყნების ბავშვებთან შედარებით, ფინელი მოსწავლეები სასკოლო დაწესებულაბაში გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ და საშინაო დავალების მომზადებას დღეში მაქსიმუმ 30 წუთს უთმობენ.
ჩვენ გაგაცნობთ ფინური განათლების წარმატების საიდუმლოებებს, რომლებიც მთელს მსოფლიოს აღაფრთოვანებს.
14. ყველაფერი უფასოა
ფინური განათლება უფასოა. ასევე უსასყიდლოა სხვა, განათლებასთან დაკავშირებული რამ, მათ შორის ლანჩი, ექსკურსიები და სასკოლო ნივთები. თუ მოსწავლე სკოლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, მას სპეციალური სასკოლო ავტობუსი აკითხავს და სახლიდან სკოლაში და პირიქით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ყველა ხარჯს სახელმწიფო იხდის. ქვეყნის ბიუჯეტის 12.2%-ზე მეტი განათლებაზე მოდის.
13. ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან
მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა სირთულის დავალებები შეასრულონ, გამომდინარე მათი შესაძლებლობებიდან. აქ ერთად სწავლობენ ბავშვები განსხვავებული ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თავს ვერ ართმევს რაიმეს, მასწავლებლები მათთვის ინდივიდუალურ გაკვეთილს აორგანიზებენ. ხელმისაწვდომია დამატებითი საგნებიც, როგორიცაა, მაგალითად, სხვა უცხო ენები.
ფინელებს სწამთ, რომ მოსწავლეს თავად შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასარგებლო აქტივობა. ამიტომ, თუკი რაიმე გაკვეთილი მისთვის საინტერედო არაა, შეუძლია ამ დროს წიგნი წაიკითხოს ან ქარგოს.
12. ნიშნები მხოლოდ მოსწავლებისთვისაა ცნობილი
ფინური შეფასების სისტემა 10-ქულიანია, თუმცა მოსწავლეები მესამე კლასამდე საერთოდ არ ფასდებიან. მესამედან მეშვიდე კლასამდე, შეფასება მხოლოდ ვერბალურია და იწყება კომენტარით – „უკეთესადაც შეგიძლია“ და ადის საუკეთესო შეფასებამდე – „ბრწყინვალეა“. მხოლოდ თავად მოსწავლესათვისაა ცნობილი მისი მიღწევები. ნიშნების გამო მოსწავლეს არავინ ტუქსავს, შეფასებას მოტივაციის დანიშნულება აქვს და ახალისებს მოსწავლეს, სრულყოს მისი ცოდნა და გააუმჯობესოს საკუთარი სასწავლო პრაქტიკა.
11.მოსწავლეებს გაკვეთილზე მისვლა პიჟამოებითაც შეუძლიათ
ფინურ სკოლებში უნიფორმა არ არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ ჩაცმულნი გამოცხადდნენ. არ არსებობს მოთხოვნები. შესაძლოა კლასში ნახოთ მოსწავლე მხოლოდ წინდებით, ფეხსაცმლის გარეშე.
10. გაკვეთილის მიმდინარეობისას ბავშვი შეიძლება სავარძელში იჯდეს ან სულაც ხალიჩაზე იყოს წამოწოლილი
არ არის აუცილებელი, ბავშვები მერხებს უსხდნენ. გაკვეთილის მსვლელობისას, შეუძლიათ, კომფორტულად მოკალათდნენ სავარძლებში ან იატაკზე. თუ ამინდი თბილია, მეცადინეობა გარეთ, სკოლასთან ახლო, მდელოზე ან სპეციალურ, ამფითეატრის ფორმაზე განლაგებულ სკამებზე შეიძლება ჩატარდეს.
9.საშინაო დავალების მოცულობა ძალიან მცირეა
საშინაო დავალებას 15-30 წუთზე მეტი არ სჭირდება. ფინეთში მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალებაზე დროის დახარჯვას, სჯობს მოსწავლეებმა დაისვენონ და თავისუფალი დრო ოჯახთან ურთიერთობაში გაატარონ. დავალებები ძალიან მცირე დროს მოითხოვს და ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ისტორიის გაკვეთლზე შეიძლება ბავშვს დაავალონ ბებიასთან ინტერვიუ და გაგება, თუ როგორი იყო ცხოვრება 50-იან წლებში, ხოლო მერე შეადარონ მაშინდელი დრო ახლანდელ თანამედროეობას.
8. გამოცდები საერთოდ არ არის
„ან ცხოვრებისათვის უნდა მოემზადო ან გამოცდებისათვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ“ – ამბობენ ფინელი მასწავლებლები. ამიტომაც არ არის ფინეთის სკოლებში გამოცდები. პედაგოგებს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ აწერინონ ბავშვებს ტესტი. არსებობს ერთადერთი, საშუალო სკოლის დამამთავრებელი სტანდარტიზებული გამოცდა, 16 წლის ასაკის მოსწავლეებისათვის.
7. ფინეთის ზოგიერთ სკოლაში პროგრამიდან ყველა საგანი ამოიღეს
ფინური საგანმანათლებლო სისტემის ახალი მიმართულება ფენომენზე დაფუძნებული სწავლებაა. გაკვეთილების ნაცვლად მოქმედებს 6-კვირიანი პროგრამები, რომელის განმავლობაშიც მოსწავლეები ხოლოდ ერთ საგანს შეისწავლიან სხვადასხვა ჭრილში. მაგალითად, მიგრანტების თემები განხილულია გეოგრაფიის (საიდან მოხდა მათი მიგრაცია) და კულტურის (რა ტრადიციები აქვთ) კუთხით. ბავშვები თავად სვამენ კითხვებს და პასუხებამდეც თავად მიდიან.
6. ფინელ მოსწავლეებს მსოფლიოში ყველაზე დიდი შესვენებები აქვთ
რაც არ უნდა საინტერესო იყოს გაკვეთილი, ბავშვისათვის საყვარელი დრო მაინც შესვენებაა. ფინელ ბავშვებს 45-წუთიანი გაკვეთილების შემდგომ 15-წუთიანი შესვენებები აქვთ.
5. ფინეთში მასწავლებლობა პრესტიჟულია
ჰელსინკის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე დიდი კონკურენციაა და ერთ ადგილზე 20 აბიტურიენტი მოდის. იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს ასწავლოს 10-ჯერ აღემატება სამუშაო ადგილების რაოდენობას. მასწავლებლის საშუალო ხელფასი თვეში 3500 ევროა. მასწავლებლობა ფინეთში ძალიან პრესტიჟული პროფესიაა და ბავშვებს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ასწავლიან.
ფინეთში არ მოქმედებს მკაცრი სასწავლო გეგმა. მასწავლებელი თავად წყვეტს, რა პროგრამით და რომელი წიგნით ასწავლოს. გარდა პედაგოგისა, თითოეულ გაკვეთილს ესწრება და ბავშვებს დახმარებას უწევს სპეციალური ასისტენტი.
4. მოსწავლეებს ასწავლიან იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში დასჭირდებათ
ცურვის მეცადინეობაზე, ბავშვები სწავლობენ ნიშნებს, თუ როგორ მიხვდნენ, როდის იხრჩობა ადამიანი. საოჯახო მეურნეობის გაკვეთილზე ისწავლება საჭმლის მომზადება, ქსოვა და კერვა. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბუნებაზე ზრუნვას. ამასთან, ფინელ მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ შექმნან ვებგვერდი ან პორტფოლიო. მთავარი არის ის, რომ ბავშვებმა გამოიმუშაონ მუდამ ცვალებად გარემოში ცხოვრებისა და ადაპტაციის უნარები. ზეპირად დაზუთხვის საჭიროებაც არ დგას, რადგან ინტერნეტი მუდმივად ხელმისაწვდომია.
3. ყველა სკოლა თანაბრად კარგია
ფინეთში სკოლების შერჩევა არ სჭირდებათ. ყველა მოსწავლე მასთან ტერიტორიულად უახლოეს სკოლაში დადის, რადგან არ არსებობს „ელიტარული“ სკოლები. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, მას ყოველთვის ექნება წვდომა სკოლასთან კვალიფიციური მასწავლებლებით, მაღალი დონის სასკოლო ინვენტარითა და უმაღლესი ხარისხის საკვებით.
2. მოსწავლეები თავად ირჩევენ, თუ რას მიირთმევენ ლანჩზე
ფინეთის სკოლებში საკვები მრავალფეროვანი და სრულიად უფასოა. მენიუ სკოლის საიტზე ერთი თვით ადრე ანონსდება და მოსწავლეებს შეუძლიათ ონლაინ აირჩიონ ნებისმიერი საჭმელი და „დაამატონ კალათას“. მენიუში შედის სპეციალური დიეტებიც. გათვალისწინებულია ვეგეტარიანული ვარიანტებიც.
1. გვიან ღამით სკოლებში წვეულებები იმართება
ხანდახან ბავშვები სკოლაში საძილე ტომრებით მიდიან და ღამეს იქ ათენებენ მასწავლებლებთან ერთად. ერთად უყურებენ ფილმებს, თამაშობენ და ფიზკულტურის დარბაზში იძინებენ. დილით აქვთ საუზმე ნაყინით. განა შეიძლება ასეთი სკოლა არ გიყვარდეს? ასეთი სკოლიდან წამოსვლაც არ გვენდომებოდა – არც საღამოს და არც ღამით!
ბონუსი
ფინეთის ბიბლიოთეკებში სპეციალურად გაწვრთნილი „მკითხველი“ ძაღლები ჰყავთ, რომლებიც ბავშვებს კითხვის სიყვარულს უღვივვებენ. ეს ძაღლები დამჯერედ უსმენენ ბავშვებს, როცა ისინი წიგნებს უკითხავენ ან ისტორიებს უყვებიან.
მომზადებულია brightside.me – ზე დაყრდნობით
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება