აშშ-ის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება გაყინეს
აშშ-ის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება გაყინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები.
„ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი გრანტებისა და 60 მილიონი დოლარის გრძელვადიანი კონტრაქტების გაყინვის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის მართვაში რადიკალურ ცვლილებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტმა აღნიშნული მოთხოვნები უარყო. სასწავლო დაწესებულებაში განმარტეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, აჭარბებს მთავრობის უფლებამოსილებას სამოქალაქო უფლებების აქტის შესაბამისად და ემუქრება კერძო დაწესებულების ავტონომიას.
თავის მხრივ, აშშ-ის განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები მიუღებელია.
„ებრაელი სტუდენტების შევიწროება დაუშვებელია. ელიტური უნივერსიტეტები, დროა, სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას და აიღონ მნიშვნელოვანი ცვლილებების ვალდებულება, თუ მათ სურთ გადასახადის გადამხდელთა მხარდაჭერის მიღება მომავალშიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1tv.ge
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია
-
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო – შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
by მასმედია