აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს
20 ნოემბერს, ნიუპორტის მერი, რეი მოგფორდი და განათლების საკითხებში მრჩეველი, დებორა დევისი ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის წევრებსა და ქართველ სტუდენტებს: ქრისტინე ძაგნიძეს, ნინო თორთლაძეს, ლევან კვინიკაძეს და საბა ხუჯაძეს შეხვდნენ. მასპინძლებმა 3 სტუდენტს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს, პირველკურსელ საბა ხუჯაძეს კი წარმატებები უსურვეს დასახული მიზნის მიღწევაში.
სტუდენტებმა მათ გაუზიარეს გამოცდილება ნიუპორტში ცხოვრებისა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლის შესახებ, ისაუბრეს სამომავლო მიზნებზე და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მათი აკადემიური და პიროვნული ზრდისთვის.
სტუდენტებმა და ასოციაციის წევრებმა მერს და მრჩეველს საჩუქრად გადასცეს ქართული ღვინო და საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ ბროშურები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ქალაქ ქუთაისის პოპულარიზაციის საქმეში და მრავალი ახალგაზრდის მხარდაჭერაში. ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთო ღირებულებების, ეროვნული სიამაყისა და დაძმობილებული ქალაქების თანამშრომლობის აღსანიშნავად.
ქუთაისი ნიუპორტის და ნიუპორტი ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციების უშუალო ჩართულობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2022 წლის 1 მაისს გაფორმდა.
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი