აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი ფსორიაზის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი საქართველოს ფსორიაზის ასოციაცია „ფსოჯორჯიასთან“ ფსორიაზის მსოფლიო დღის აღნიშნვნას შეუერთდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე – „ჩვენ გავერთიანდით, ახლა ვიმოქმედოთ”.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ეს დღე 2004 წლიდან აღინიშნება, იმ მიზნით, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებს მივაწვდინოთ ფსორიაზით დაავადებული ადამიანების ხმა, გასაგები გავხადოთ, თუ რა არის ფსორიაზი, საშიშია თუ არა ის გარშემომყოფთათვის და დავეხმაროთ ადამიანებს სტიგმის დაძლევაში.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს არ უნდა უხდებოდეთ საზოგადოებისაგან გაუცხოების ატანა, მათ დაიმსახურეს უკეთესი მსოფლიო!
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი