აწსუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება
აწსუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება.
ჩარიცხვის მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (განცხადება ივსება ადგილზე);
პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. კონკურსის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს დიპლომის დანართის ასლი, ან ნიშნების ფურცელი;
სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4 (ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი უცხოური ენის არანაკლებ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კერძოდ: ინგლისურ ენაში – კემბრიჯის (FCE), IELTS და TOEFL გამოცდების სერთიფიკატები; გერმანულ ენაში – გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი; ფრანგულ ენაში – ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი – (DELF), ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TCF), აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრის სერთიფიკატი აღნიშნულ ენებში B2 დონის (A, B, C კატეგორია). (კონკურსის შემთხვევაში ბოლო 2 წლის მანძილზე ჩაბარებულს მიენიჭება უპირატესობა).
მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 50 ლარისგადახდის ქვითარი;
იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე – 70 ლარის გადახდის ქვითარი(საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, II სართული, ოთახი № 1211, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი