აწსუ-ის სტუდენტებმა ადმინისტრაციასთან და ლექტორებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აწსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მიაგო.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 232 ადამიანი. 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. მათი ნაწილი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს.
გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა თავდადება აუცილებლად იქნება ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების გარანტი. მომავალი თაობები კი არასოდეს დაივიწყებენ მათ თავდადებას სამშობლოს დასაცავად
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი