აწსუ-ის სტუდენტებმა საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია დაასრულეს
მიმდინარე 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ეგიდით გაიმართა საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია ადიგენში.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, ქართული ენა-ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ტურიზმის სპეციალობის „ბაკალავრები“; საქართველოს ისტორიის სპეციალობის „მაგისტრატრანტები“. ექსპედიცია მუშაობდა ადგილზე ცხოვრების პრინციპით.
ექსპედიციის მონაწილეებმა ქართველთა ეთნიკური ისტორიის, მატერიალური და სულიერი კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ამსახველი მასალები ჩაიწერეს ადიგენში, სოფელ ადიგენში, ლელოვანში, კახარეთში, ზარზმაში, ზანავში, უდესა და არალში. ექსპედიციის მიზანი იყო:
1. ქართველთა მეხსიერებაში(/„მუზეუმ-არქივი“) შენახული ეთნიკური ისტორიის, მატერიალური და სულიერი კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ამსახველი მასალების მოგროვება, მომავლისთვის გადაცემა;
2. ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი სტუდენტთა ინტერესის გაღრმავება; სტუდენტებში მოტივაციის გაზრდა, რაც გამოხატული იქნება სტუდენტების საქმისადმი დამოკიდებულებაში.
3. კვლევითი (როგორც სტუდენტური, ასევე სამეცნიერო) მუშაობის უკეთ წარმართვა, სრულყოფა და განვითარება;
4. ქართველური მენტალობის, ეთნოფსიქოლოგიის შენარჩუნება-განვითარება, ნოვაციების ტრადიციული ეთნიკურ-კულტურულისთვის მისადაგების მზაობის უზრუნველყოფა;
5. ველზე მუშაობის დროს მოგროვილი, ენობრივ-ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო მასალის მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომობა…
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ეთნოლოგი, ასოც. პროფესორი დავით შავიანიძე; თანახელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი, ლუიზა ხაჭაპურიძე.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი