აწსუ-ის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა „ხანის დრიფტში“ მიიღეს მონაწილეობა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, ასოცირებულ პროფესორებთან: იზოლდა ხასაიასთან და ნანა შარაბიძესთან ერთად ,,ხანის დრიფტში“ მიიღეს მონაწილეობა.
„ხანის დრიფტი“ – შეჯიბრია საბავშვო თვითმავლებით, რომელიც წელს პირველად იმერული ტურიზმის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაცია.
ფესტივალში მონაწილეობის გარდა სტუდენტები ხანის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. მოინახულეს უძველესი ტაძრის ნანგრევები, ახალი ტაძარი და საქუხარას ჩანჩქერი. გაიმართა დისკუსია სტუდენტებსა და ექსტრემალურ და გასტრონომიულ ტურებზე მომუშავე ტუროპერატორებთან.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი