GE

აწსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრში ინკლუზიური განათლების მორიგი კონფერენცია გაიმართა

21 ივნისს აწსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა ინკლუზიური განათლების მორიგი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, პრაქტიკის მიმღები სკოლების წარმომადგენლები და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების ნამუშევრები პორთფოლიოებისა და პრეზენტაციების სახით. კონფერენცია მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის, სასკოლო კულტურის, ხედვისა და დამოკიდებულებების განვითარებისათვის.

კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, გამოვლინდა პრაქტიკის განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეები და დაისახა სამომავლო გეგმები.

საუნივერსიტეტო სასწავლო კურსის ”ინკლუზიური განათლების” განხორციელების ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ახორციელებენ ყოველწლიურ ჩაშენებულ პრაქტიკას ქუთაისის #12, #17, #19, #30, #32, #37 საჯარო სკოლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური