აწსუ პედაგოგიკის დეპარტამენტი 90 წლისაა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია «პედაგოგიკის დეპარტამენტი 90“ (1933-2023). კონფერენციაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი სერგო სვანაძე, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი სულხან კუპრაშვილი, მოწვეული სტუმრები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტიდან და საჯარო სკოლებიდან. კონფერენციამ იმუშავა ორ სესიად, სადაც პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები და კვლევები პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა წიგნის, „პედაგოგიკის დეპარტამენტი“ (კათედრა) პრეზენტაცია, რომლის ავტორებიც არიან: პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორი იმერი ბასილაძე და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი.
მიმდინარე სასწავლო წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული, რაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო, შემეცნებითი, კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი