აწსუ-სა და საბერძნეთის, პატრას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბერძნეთის, პატრას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა შესაბამისი უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერების გზით, რომელიც UNICEF-ის მიერ არის შექმნილი.
მემორანდუმი საბერძნეთში, ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, პედაგოგები, პოლიტიკის შემქმნელები და პრაქტიკოსები. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში აქტიურად ჩაერთო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელაგაცია, რომელსაც ხელმძრვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.
კონფერენცია UNICEF საბერძნეთის ოფისის, საბერძნეთის განათლების, რელიგიის საკითხთა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი