აწსუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კარიერულ განვითარებას. ამასთანავე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. დავით ასათიანმა ადვოკატის პროფესიის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რა როლი აქვს ადვოკატის პროფესიას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კოტე გელაშვილმა სტუდენტებს ადვოკატის ეთიკის სტანდარტებისა და ეთიკის კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი