აწსუ-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში 150 აბიტურიენტი მონაწილეობდა.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 ან 100 ლარის ოდენობით.
-
აწსუ-ში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი