GE

აწსუ-ში დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანი გაიხსნა

სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აწსუ დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანი გაიხსნა. ხეივანში პირველად აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის ძეგლი განთავსდა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე, ადმინისტრაციის უფროსი სერგო სვანაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სულხან კუპრაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი მინდია ბერეკაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. 90 წლის წინ, 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის პირველი ზარი დაირეკა, რომლის პატივი წილად ხვდა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს და მანვე ჩაატარა პირველი ლექცია.

დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში მალე დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm