GE

აწსუ-ში მე-9 სამედიცინო-სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცა ჩატარდა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ტრადიციად იქცა. ამჯერად მე-9 სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის “პანდემიის შემდგომი მსოფლიო” ფარგლებში პარალელურად 5 სესია მუშაობდა, სადაც წარმოდგენილი იქნა სტუდენტთა შრომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კლინიკური მედიცინის მიმართულებებით.

თანაბრად საინტერესო იყო სტუდენტების მიერ, როგორც კლინიკურ გარემოში მათი ინტეგრაციის შედეგად მომზადებული შრომები, ასევე მათ მიერ სამედიცინო განათლებაში ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა მიზანი იყო პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების შეფასება და შედეგების ანალიზი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm