GE

აწსუ-ში პირველი სტუდენტური სამართლის ჟურნალი – „Lex Forum“ გამოიცა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი სტუდენტური სამართლის ჟურნალის Lex Forum-ის პრეზენტაცია.

ცხრა ათწლეულის წინათ დაწყებული ისტორიით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტების კვლევითი პოტენციალის ამაღლება დღესაც გრძელდება სტუდენტური სამართლებრივი პერიოდიკის გამოცემით.

ჟურნალი გამოიცა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების სპეციალისტის, სამართლის დოქტორის, სამართლის დეპარტამენტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორის თამარ მსხვილიძის ინიციატივითა და მთავარი რედაქტორობით, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით, და მასში შესულია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტების საინტერესო, აქტუალური შინაარსის, თანამედროვე სამართლის გამოწვევების შესახებ სამეცნიერო სტატიები.

უნივერსიტეტის მიერ 14 ივნისს მოწოდებული ინფორმაციით, ჟურნალი მიზნად ისახავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში მეცნიერების პოპულარიზაციას, ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის კვლევითი რესურსების ცნობადობის ამაღლებას, სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებასა და ხელშეწყობას. ჟურნალის მისიაა, დაეხმაროს დამწყებ, ახალგაზრდა მკვლევარებს თავიანთი ნაშრომების გამოქვეყნებასა და მკითხველთა ფართო აუდიტორიის პოვნაში. სტუდენტური ჟურნალი დაეხმარება მოტივირებულ ახალგაზრდებს კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და წინსვლაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური