აწსუ-ში სკოლის მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეთათვის ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო. ბანაკის ორგანიზატორები იყვნენ:
აწსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB.
ბანაკის მიზანი იყო მოსწავლეებს პრაქტიკულად შეესწავლათ ელექტრონიკის, რობოტიკის და პროგრამირების საფუძვლები, პროგრამირების საწყისები და საკუთარი ხელით აეწყოთ რობოტების კომპონენტები, სენსორები, პროგრამირებადი დაფები. ბანაკის ბოლოს მოეწყო რობოტების შეჯიბრებები, ხოლო გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით. ბანაკების მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იყო სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი