GE

აწსუ-ში სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ,,მომავალი ეკონომისტი“ ჩატარდა

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველოაბის და ეკონომიკის დეპარტამენტის, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების აქტიური მონაწილეობითა და ორგანიზებით გაიმართა ვიქტორინა “მომავალი ეკონომისტი“, სადაც მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 17 გუნდი:

  • ბათუმის #22 საჯარო სკოლა;
  • ზესტაფონის მუნ.სოფ.როდინაულის სკოლა;
  • თერჯოლის მუნ. სოფ. სიქთარვის სკოლა;
  • სსიპ ქობულეთის მუნ. სოფ. ბობოყვათის სკოლა;
  • ტყიბულის #4 საჯარო სკოლა;
  • ქ.ქუთაისის #28 საჯარო სკოლა (2 გუნდი);
  • ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (2 გუნდი);
  • ქედის მუნ. სოფ. მერსის საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნ.სოფ.ქვედა კვირიკე სკოლა;
  • ქუთაისის #17 საჯარო სკოლა (2 გუნდი);
  • წმ. ალექსი შუშანიას სახ. სკოლა-გიმნაზია (2 გუნდი);
  • ხონის მუნ.სოფ.მათხოჯის საჯარო სკოლა;
  • ხარაგ. მუნ. სადგ. მარელისის სკოლა.

ვიქტორინაში თითოეული გუნდი მონაწილეობდა 4 მოსწავლის და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 კურსის ერთი „მეგობარი“ სტუდენტის შემადგენლობით.

პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა უცხო გარემოსადმი შეგუების პროცესის გაადვილება, ინტელექტუალური და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, აბიტურიენტთა დახმარება პროფესიული არჩევანის გაადვილებაში, მოსწავლეებსა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების დამყარება, აქტიური ახალგაზრდების წახალისება, რომლებსაც სურთ თავიანთი ცოდნის გაღრმავება და განვითარება.
ვიქტორინა იყო წარიმართა საინტერესოდ, მეგობრულ და აზარტულ გარემოში.
ჟურის მიერ გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებული გუნდები:

I ადგილი დაიკავა ქუთაისის შპს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“-ს გუნდმა „ვენი ვიდი ვიცი“;

II ადგილი და III ადგილის გამოსავლენად ჩატარდა დამატებითი რაუნდი, რადგან თანაბარი ქულები მოიპოვა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის და სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდებმა. ამ რაუნდის შედეგად:

II ადგილის მფლობელი გახდა სსიპ ქობულეთის მუნ. სოფ. ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდი;

III ადგილი დაიკავა თერჯოლის მუნ. სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის გუნდმა.

I ადგილის მფლობელი გუნდის წევრებს ფულადი და სამახსოვრო პრიზები, ხოლო II და III ადგილის მფლობელებს სამახსოვრო პრიზები გადასცა აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობამ. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ მადლობის სიგელები და წარმატებულის სერტიფიკატები.

ვიქტორინის მონაწილე ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა თემატური წიგნებით და გადაეცათ სიგელები ვიქტორინაში მონაწილეობისათვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური