აწსუ-ში უცხოელი სტუდენტებისთვის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა დაიწყო
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას, რომელიც ტარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით.
საზაფხულო სკოლის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ქართველოლოგიის საკითხები, ქართული ენის შესწავლაში დაეხმაროს იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ეუფლებიან ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას ან სასწავლო კურსს ქართულ ენაში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ თურქეთის რესპუბლიკის სამი უნივერსიტეტის – რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის, დუზჯეს უნივერსიტეტისა და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტები. საკმაოდ დატვირთული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებები.
მონაწილეები ახლოს გაეცნობიან საქართველოს, მის კუთხეებს, ქართველ ხალხსა და ქართულ კულტურას. ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი