GE

ახალციხის კიდევ ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში 19–დან 27 აპრილის ჩათვლით დისტანციურად ისწავლიან.

სკოლის სასწავლო ნაწილის, ეკა დალალიშვილის თქმით, ტესტირების შემდეგ მათი სკოლის მასწავლებელს ვირუსი 17 აპრილს დაუდასტურდა. სასწავლო დაწესებულებამ რესურსცენტრს წერილობით მიმართა და 19 აპრილიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

რეგიონში დისტანციურად სამ საჯარო სკოლაში სწავლობენ, აქედან ერთი ახალციხეშია, ორი ადიგენში. დისტანციურ სწავლებაზე არის გადასული ახალციხის N1, არალის და ქვემო ენთელის საჯარო სკოლები.

კორონავირუსი ახალციხესა და არალის სკოლებში მასწავლებელს დაუდასტურდა, ენთელში კი მოსწავლეს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური