ახალგაზრდული ჰაკათონი – იუნესკოს პასუხი Covid-19-ის წინააღმდეგ, რომელიც ციფრული გადაწყვეტილებების გამომუშავებას ემსახურება
მსოფლიოში არსებული პანდემიის შესაკავებლად იუნესკომ ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა IBM და SAP, ახლგაზრდა ნოვატორების, მეცნიერებისა და დიზაინერების მხარდაჭერა გადაწყვიტა. ჰაკათონის, რომლის სახელწოდებაა CodeTheCurve, მთავარ მიზანს Covid-19-თან ბრძოლის ციფრული გადაწყვეტილებების გამომუშავება წარმოადგენს.
ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი ზემოქმედების გარდა, არსებული კრიზისი დიდ გავლენას საზოგადოებაზეც ახდენს. სანდო ინფორმაციის მოპოვებით დაწყებული და განათლების სფეროთი დასრულებული, პანდემიამ საზოგადოებას უამრავი პრობლემა და წინაღობა შეუქმნა.
,,ამ უპრეცედენტო გლობალური კრიზისის დარეგულირებას ყოველი ჩვენგანის კოლექტიური გამოცდილება და წარმოსახვა დასჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ ახალგაზრდას პანდემიის გასამკლავებლად უამრავი იდეა აქვს. თუმცა ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჰაკათონი ახალგაზრდებს იდეების ხორცშესხმაში დაეხმარება“, – განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.
ჰაკათონი CodeTheCurve ორ ეტაპად არის ორგანიზებული. პირველი იდეების ვიდეო კონკურსს წარმოადგენს, მეორეს დროს კი, 40 შერჩეულ გუნდს შორის ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიება 2020 წლის 30 აპრილამდე გასტანს. მონაწილეებმა წარმოდგენილი სამი თემიდან ერთ-ერთზე უნდა იმუშაონ: 1. უწყვეტი სწავლების უზრუნველყოფა; 2. მონაცემებისა და ინფორმაციის მართვა; 3. აწმყო და მომავალი: საზოგადოებისა და ჯანდაცვის პრობლემები.
,,იმის გათვალისწინებით, რომ 183 ქვეყანაში სკოლების დახურვის შედეგად, მილიონობით ახალგაზრდა იძულებულია სახლში დარჩეს, საინტერესო და ეფექტური ვირტუალური სწავლების გარდაუვალი აუცილებლობა დგება. ამიტომ, IBM Z-ის გუნდი მოხარულია ჰაკათონი CodeTheCurve იუნესკოსთან, SAP-თან და სხვა პარტნიორებთან დაიწყოს. ტექნიკური უნარების დახმარებით, ახალგაზრდების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება, ასევე მათი პროფესიული განვითარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- განაცხადა IBM Z Global Student Hub & IBM Hyper Protect Accelerator-ის გენერალურმა დირექტორმა მელისა სასიმ.
შესაბამისი მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის თავისი ინოვაციური გადაწყვეტილების შეთავაზებით, მონაწილე ,,ჰაკერები“ დიდ გამოცდილებას მიიღებენ. შერჩეული გუნდები შეძლებენ ვებინარების სერიისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული მასალების კრებულების გამოყენებას, ისეთების, როგორიცაა IBM, SAP, FOSSASIA და iHackOnline.
ჰაკათონის ჩატარების ინიციატივას მხარს იუნესკო, IBM და SAP უჭერს, ასევე მის ჩატარებაში დიდი წვლილი TruChallenge.co.uk, AngelHack, iHackOnLine და Pamplemousse Communication-ს მიუძღვის.
მოამზადა თეა ინაშვილმა
ru.unesco.org
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება