„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლე საქართველოს ისტორიას სწავლობს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში“
ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ექსპერტ ნიკო სილაგაძის თქმით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მე-7 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლე საქართველოს ისტორიას სწავლობს მსოფლიო ისტორიის კონტექტსში.
ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს ინიციატივით და მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ისტორიის საგანს დაეთმო. შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია 9 აგვისტოს გამოქვეყნდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ისტორიის საგნის ცნებები და თემები, ასევე ისაუბრეს კომპლექსურ დავალებებსა და ისტორიის სწავლების მეთოდებზე.
„ყველა ისტორიულ პერიოდში თავისებური იყო ძალაუფლების მოპოვების ხერხები და მექანიზმები. ბავშვმა სწორედ ეს უნდა დაინახოს, რომ არჩევნებზე დღესაც იბრძვიან ძალაუფლებისთვის და დავით აღმაშენებლის დროსაც იბრძოდნენ, მაგრამ რით იყო განსხვავებული ეს ხერხები და ფორმები დღევანდელისგან და მაშინდელისგან, ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა ნიკო სილაგაძემ.
მისივე თქმით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, მასწავლებელმა კარგად უნდა შეძლოს იმ ცოდნის აღწერა რისი გადაცემაც მოსწავლისთვის სურს. ექსპერტმა ასევე ისაუბრა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებებზე.
„ისე გადალაგდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომ მე-7 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლე საქართველოს ისტორიას სწავლობს მსფლიო ისტორიის კონტექტსში. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეუბნება მასწავლებელს, რომ არის 6 სამიზნე ცნება და 8 სავალდებულო თემა, რომელიც ვნახეთ. ჩვენი, როგორც ისტორიის მასწავლებლების ამოცანაა გავუღრმავოთ ცოდნა მოსწავლეებს ამ 8 თემის საშუალებით, ამ 6 სამიზნე ცნების მიმართულებით“, – აღნიშნა ნიკო სილაგაძემ.
ახალი ერვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, ახალი სკოლის მოდელი, განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პოროექტში ამ ეტაპზე 600-ზე მეტი საჯარო სკოლაა ჩართული, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზდება.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება