GE

ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტს კსუ-ის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე ესტუმრა

სამეზობლო აგროგილდიის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კორდინაციის მიზნით, ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე ესტუმრა.

ბაქოში გამართულ შეხვედრას „ოდლარ იურდუს“ აკადემიური პერსონალი და ადგილობრივი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მხარეებმა აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიზიტისას იმსჯელეს ასევე საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნული მიზნით მომავალი აქტივობები განიხილეს. კერძოდ, სექტემბერში დაგეგმილია ერთობლივი მედიატური და ფორუმი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ინოვაციური მიდგომების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნოების საკითხების გაშუქების სასწავლო მოდულზე მუშაობა ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC), „MARCY CORPS“-ის, „ალიანსები მცირე კავკასიაში“, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო“-ს მიერ, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დაიწყო. აღნიშნული მიზნით, კავკასიის საერთრისო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სოფლის მეურნეობის გაშუქების პრაქტიკული სემინარი და ტრენინგი ჩატარდა. ჩამოყალიბდა „სამეზობლო აგროგილდია“. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის იმ აქტორთა გაერთიანებას, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში მუშაობენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური