GE

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მოსწავლეებიდან ორი ერთი ოჯახის წევრია. მოსწავლეებიდან ერთი დაწყებით საფეხურზე, ხოლო ორი მაღალ კლასში სწავლობს.

„მოსწავლეები, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, სკოლაში ბოლოს ორშაბათს იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, გავრცელების რისკის ნაკლები შესაძლებლობაა. ჩვენთან ვირუსი უკვე მეორედ დაფიქსირდა, თუმცა ერთეული შემთხვევის შემდეგ არ გავრცელებულა. რაც შეეხება პედაგოგებს, მათ კორონავირუსი არ დადასტურებიათ“, – განაცხადა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიზა აბაშიძემ.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, სკოლაში 3 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური