GE

ბათუმში პედაგოგს, რომელიც საჯარო სკოლის პარალელურად საბავშვო ბაღშიც მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში პედაგოგს, რომელიც პარალელურად მე-17 ბაღშიც მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კლასში ხუთი მოსწავლეა, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლა მუშაობას აგრძელებს.

”მას კონტაქტი ჰქონდა სპეციალური საჭიროების მქონდე ხუთ მოსწავლესთან. ის ინდივიდუალურად ახორციელებდა ბავშვებთან სწავლების პროცესს. აღნიშნული მოსწავლეების მშობლებს დავუკავშირდით, ბავშვების პისიარ ტესტირება ჩატარდა, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდი, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით ისინი 12 დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან. პედაგოგს სხვა მასწავლებლებთან კონტაქტი არ ქონია. ის სამასწავლებლოში არ შედიოდა და მოსწავლეებთან ცალკე სხვა ოთახში მუშაობს” – აცხადებს დირექტორი.

რაც შეეხება მე-17 საბავშვო ბაღს, აქაც სწავლა შეწყდა მხოლოდ იმ ჯგუფში, სადაც კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხდებენ, რომ გადაწყვეტილება ​ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებითა და რისკების გათვალისწინებით მიიღეს. ყველა ბავშვი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი მეთვალყურეობის ქვეშ არის.

წყარო: ajaratv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური