GE

„მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ ბავშვებში ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობას“ – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა ასაკის პოპულაციაში იმუნიზაციის დაწყების პეrიოდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვებში ვაქცინაციის დაწყების თაობაზე ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებენ.

“ბავშვებში, როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა, ანუ 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არ არის. ასტრაზენეკა 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული და ჩვენ საერთოდ 55 წელი გვაქვს აღებული. ფაიზერი ახლა მუშაობს 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე და ჯერჯერობით დასკვნები და რეკომენდაციები ამ თემასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია. ამდენად, ველოდებით რეკომენდაციებს. როგორც კი იქნება კონკრეტული ავტორიზებული ვაქცინა ბავშვთა ასაკის პოპულაციაში გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენც შემდეგ განვიხილავთ ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას, თუმცა ჯერჯერობით ასეთი რამ არ ხდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური