ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას აკრედიტებულ პროგრამებზე
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამებზე:
- „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“
- „ადრეული ინკლუზიური განათლება“
ლექციები ჩატარდება 24 მაისიდან კვირაში 3-ჯერ დისტანციურად. მსურველებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მაისი.
სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 250 ლარი
შესაძლებელია ორივე კურსზე ერთდროულად დარეგისტრირება, ამისთვის იხილეთ თითოეულ მოდულზე შეხვედრების განრიგი. გთხოვთ, მეილში მიუთითეთ შერჩეული კურსის დასახელება.
განრიგი:
- „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 18:00 -21:00 სთ. ტრენინგს ჩაატარებენ თამთა კუხალეიშვილი, ხათუნა დოლიძე, ხათუნა მეტრეველი, თამარ საღინაძე;
- „ადრეული ინკლუზიური განათლება“ – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 18:00-21:00 სთ. ტრენინგს ჩაატარებენ თამარ საღინაძე, ხათუნა დოლიძე, ნინო გულიაშვილი, თამარ შკუბულიანი.
დამატებითი ინფორმაციისათვის: ტელ. 593 62 34 10; 555 29 33 15
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი