ბედნიერი დედა და აბიტურიენტის ახდენილი სურვილი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/07/IMG_1192-1-458x257.jpeg)
3 ივლისს ზაფხულის საგამოცდო ციებ-ცხელებამ სრული სვლით აიღო სტარტი და 2024 წლის აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას შეუდგნენ. მშობლიურ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსაცდელების ტესტირება 5 ივლისს დასრულდა. ახლა აბიტურიენტებს სულ მცირე კიდევ ერთი სავალდებულო (უცხოური ენა) და ერთი არჩევითი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი.
ქართულის გამოცდების პირველ დღეს EDU.ARIS.GE-მ გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისგან არაერთი ვარაუდი მოისმინა მთავარი თემებისა და ავტორების შესახებ.
გავიცანით აბიტურიენტის, ლუკა რატიანის დედაც, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ლუკას დიდი სურვილი იყო გამოცდაზე ვაჟა-ფშაველას პოემიდან მოსვლოდა წერითი დავალება.
“ჩემს შვილს უნდა ვაჟა-ფშაველას პოემა მოუვიდეს, თანახმა იყო ბარათაშვილის “მერანზე”, ელოდება და დიდი სურვილი აქვს, კონსტანტინე გამსახურდიაც, ვნახოთ, როგორ გაგვიმართლებს”, – გვითხრა მშობელმა.
ეს დღე მართლად ახდენილ სურვილად იქცა, მშობლის წინასწარმეტყველება და შვილის სურვილი გამართლდა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ვარიანტში მართლაც ვაჟას “სტუმარ-მასპინძელი” მოვიდა პროგრამულ თემად.
ფაქტით ბედნიერმა დედამ გვითხრა ისიც, რომ შვილის დიდ სიყვარულს ვაჟა-ფშაველას მთიელობას უკავშირებს, რადგან ლუკა სვანური წარმოშობისაა.
“ინტუიციური გათვლა მქონდა ის, რომ ვაჟას პოემები წელს საკმაოდ ხშირად ციტირდება. ბევრი პარალელი იყო ხოლმე თითქმის ყველა თემის ირგვლივ: საზოგადოებაში, სოციუმში. სიმბოლურია, რომ ბოლო ზარზე ვაჟას პორტრეტი გვქონდა დახატული პერანგზე, რადგან ის ჩემი შვილის საყვარელი ავტორია. ასევე, ვფიქრობ, რომ დღევანდელობაში “სტუმარ-მასპინძელის” თემატიკა რაც არის, ზუსტად მიესადაგება ყოველდღიურობას. როდესაც გავიგე, რომ ვაჟა მოვიდა, პირველი ფიქრი ის იყო, რომ ლუკა ნამდვილად შეძლებდა საკუთარი თავის წარმოჩენას მაქსიმალურად კარგად.”
გახარებულ ლუკას EDU.ARIS.GE 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან დედასთან ერთად ელოდა. ჩვენ ის გამოცდის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ და მართლაც დავრწმუნდით, რომ ლუკას ვაჟას შემოქმედება განსაკუთრებულად უყვარს:
“ვაჟას ყველაზე მეტად არ ველოდებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა. ძალიან გამიმართლა და კმაყოფილი ვარ. პარალელები ისევ ვაჟას ნაწარმოებებიდან გავავლე, მაგალითად მოვიყვანე “ალუდა ქეთელაური”, – გვითხრა ლუკამ.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE
-
რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება