GE

ბერლინის გამომცემლობა „კადმოს კულტურფერლაგმა“ ილიაუნის პროფესორების ავტორობით საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

ბერლინის გამომცემლობა „კადმოს კულტურფერლაგმა“ გამოსცა წიგნი სახელწოდებით Landna(h)me Georgien. Studien zur kulturellen Semantik.

წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ზაალ ანდრონიკაშვილი, ემზარ ჯგერენაია და გერმანელი თანაავტორი ფრანცისკა ტუნ-ჰოენშტაინი.

მონოგრაფია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის შედეგია, ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით ბერლინში ლიტერატურისა და კულტურის ცენტრმა განახორციელა. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან ზიგრიდ ვაიგელი და გიგა ზედანია.

წიგნის ქართულ ვერსიას სახელწოდებით „საქართველოს კულტურული სემანტიკა. ბრძოლა კულტურული ჰეგემონიისათვის” უახლოეს მომავალში გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნი ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური