„ბიჭები წავალთ სპარში, გოგოები ჯარში“ – აბიტურიენტების გამოცდა მშობლიურ ენაში სრულდება
2024 წლის აბიტურიენტების გამოცდა მშობლიურ ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს დასრულდება. 5 ივლისს გამოსაცდელებისთვის მხოლოდ ერთი, მეხუთე ძირითადი სესია ჩატარდება და ამ ტესტურ დავალებათა ვარიანტებიდან გაირკვევა თუ რომელია შედარებით რთული.
EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს აბიტურიენტები გამოცდაზე შესვლის წინ ესაუბრნენ და თავიანთი მოლოდინები და განწყობები ღიად გაუზიარეს.
მათ, ვინც დილიდან ნაკლებად არის დაკავებული განვლილი თემებისა და გრამატიკის საკითხების გადამეორებით, შავი იუმორისთვის დიდი დრო რჩებათ და მსუბუქ განწყობას სხვა გამოსაცდელებსაც უქმნიან.
– “აქ ვინც არის, ალბათ, მათი ნახევარი სტუდენტი რომ გახდება, საგნები ჩარჩება და სამედიცინოს ბეჯითი სტუდენტივით 10 წელი ისწავლის, მაგრამ რა ჯობია სტუდენტობას. ისე, უფრო მეტი მშობლების ხათრით აბარებს”.
– “ბნელ 90-იანებში უფრო საქმდებოდნენ ჩვენი ტოლები, ვიდრე ახლა. მშობლები ნახე, რა დღეში არიან, უფლება რომ მისცე, ჩვენს მაგივრად ჩააბარებდნენ, მაგრამ გრანტს ვერც ისინი აიღებდნენ”.
– “მთელი ოჯახებით არიან წამოსული, ზოგი მერამდენედ აბარებს და მაინც დედა დაჰყვება… აბა, მე ჩუსტი არ ამცდებოდა”.
– “როგორი ტრადიციული ხალხი ვართ და ერთიანი, მართლა ეროვნული გამოცდებია, მთელი საგვარეულოები აქ არიან”.
– “თუ ვერ ჩავაბარეთ, ბიჭები წავალთ სპარში, გოგოები წავლენ ჯარში”, – ხუმრობენ აპლიკანტები.
EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, აბიტურიენტები პოზიტიურ განწყობას საგამოცდო ცენტრთან და საგამოცდო ცენტრშიც ერთნაირად ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოსაცდელები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. დილის სესიის გამოცდა 09:00 საათზე დაიწყება.
ასევე, დღეს გამოცდას გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტები და უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველები აბარებენ.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება