„ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო, კიდევ ერთი წელი?!“, – ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტი

18 ივლისს 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში, ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტმა დააგვიანა. აპლიკანტი ადგილზე 09:30-ზე გამოცხადდა და გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
„ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო?! ყველაფერი კარგად ვიცოდი, ვკითხულობდი. არ მჯერა! არ წავალ, არ ჩამიტარდება?! ძალიან კარგად ვარ მომზადებული, კიდევ ერთი წელი?!”, – ასე მიმართა აბიტურიენტმა გოგონამ 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს.
როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, დაგვინებული აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
„8 საათზე იწყება რეგისტრაცია და საათნახევარი დააგვიანა. გამოცდაზე მისი დაშვების უფლება არ გვაქვს”, – გვითხრა 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიის გამოცდას დღეს ორი სესია დაეთმობა, ხვალ კი ერთი.
ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით 4 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025
-
რა შემთხვევაში დაიბრუნებთ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს და რა შეზღუდვა არსებობს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 3 აპრილი, 2025
-
შეცდომები, რომლებიც აბიტურიენტმა მათემატიკის ტესტში არ უნდა დაუშვას – ტესტის 2025 წლის ნიმუში სწორი პასუხებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 31 მარტი, 2025