GE

ბსუ-ში დისკუსია გაიმართა თემაზე “2007 წლის 8 ნოემბერი – ბსუ-ს დარბევა”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივა”-ს ორგანიზებით სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრაზე სტუდენტური მოძრაობის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტის დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები წარმოადგინეს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

ახალგაზრდებმა აკადემიურ პერსონალთან ერთად სპეცრაზმელების მიერ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დარბევის ფაქტები დაგმეს, სასამართლოში სარჩელის შესატან აუცილებელ პროცედურებზე იმსჯელეს და დამნაშავეთა გამოვლენა მოითხოვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური