GE

BTU აბიტურიენტებისთვის – ახალი კურსები საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

მასში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. კურსების გავლის შემდგომ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთვის მიმდინარე აქტივობებს შორისაა:

  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • ვორქშოპი კიბერჰიგიენაში – უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით;
  • პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056
ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია მენტორების, ხანგრძლივობის, პრიზებისა და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, რეგისტრაციის შემდგომ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური