GE

BTU აბიტურიენტებისთვის: უფასო ვორქშოპების სერია თელავში – „როგორ შევქმნა სტარტაპი?”

ბრიტანეთის საბჭოს პროექტ შემოქმედებითი ნაპერწკლის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით რეგიონალური ტრენინგების სერიას ახორციელებს და მის ფარგლებში, თელავში, აბიტურიენტთათვის უფასო ვორქშოპების სერიას გამართავს – „როგორ შევქმნა სტარტაპი?“

პროექტის მიზანია მეწარმეობის/ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისება და ამ კუთხით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობა.

ღონისძიებების თარიღი: 19 აპრილი, 2021
სამიზნე ჯგუფი: აბიტურიენტები
შეხვედრების დრო: 11:00 ან/და 15:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ქალაქი თელავი, სასტუმრო “Holiday Inn” (მისამართი: რუსთაველის ქუჩა 2)
სამუშაო ენა: ქართული
ტრენერი: პროფესორი თამთა გველესიანი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური