ჩააბარე SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვე შესაძლებლობა, მეწარმეობა ისწავლო აშშ-ში, MIT-ში, სრული დაფინანსებით
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ინოვაციური, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა, რომელსაც აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ჰქვია და რომელიც ბიზნესის სფეროში მენეჯერული გამოცდილების მქონე პროფესიონალებზეა გათვლილი. ადამიანებზე, რომელთაც სურთ თავიანთი კარიერა გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანონ და რიგითი მენეჯერული პოზიციიდან კომპანიების ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლონ, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, მხოლოდ შიდა პროფესიული გასაუბრების საფუძველზე.
პროგრამის ხელმძღვანელი თეონა მაისურაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ, კურსდამთავრებულები ყველა იმ საჭირო უნარით იქნებიან აღჭურვილნი, რაც მაღალი რანგის მმართველისთვისაა საჭირო.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენონ მსოფლიოს ნომერი პირველი უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ციფრული პლატფორმა – Orbit, რომელიც დაეხმარება მათ სტარტაპ პროექტების განვითარებასა და ბიზნეს ქეისების პრაქტიკულ დამუშავებაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის მეწარმეობის კომპონენტი ამერიკაში, MIT-ში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
თეონა მაისურაძე: აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიანი პროგრამა წარმოადგენს ინტენსიურ, პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას და გათვლილია პროფესიონალ მენეჯერებზე, რომელთაც თანამედროვე ბიზნესგარემოს ეფექტიანი ოპერირება სურთ.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი პროგრამაზე მოსახვედრად?
პროგრამის სამიზნე ჯგუფია პროფესიონალები, რომელთაც უკვე აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება და ეძებენ კარიერულ პროგრესს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზარზე. კანდიდატმა უნდა დაადასტუროს პროგრამაზე სწავლის მოტივაცია და ინგლისურის ენის ცოდნის B2 დონე. პროგრამა შეზღუდული რაოდენობის კანდიდატზეა გათვლილი, რათა შენარჩუნდეს ინდივიდუალური მიდგომა, დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული დავალებები.
SEU-ს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 სექტემბრამდე, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
როგორი იქნება აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლის გრაფიკი?
განრიგის შედგენისას გათვალისწინებულია ინდივიდუალური საჭიროებები. სალექციო და პრაქტიკული შეხვედრები იმართება ჰიბრიდული ფორმატით. თითოეული დავალება გაწერილია სტუდენტისა და მენტორების წინასწარი შეთანხმებით. პროგრამაში გათვალისწინებული კონკრეტული მოდულებიც სტუდენტთან შეთანხმებით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან პრაქტიკოსი მენტორები, რომლებთანაც ინდივიდუალური კონსულტაციები ასევე მორგებული განრიგით ჩატარდება.
კურსის მონაწილეებს დახვდებათ სტუდენტზე მორგებული სასწავლო გარემო, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რეალური ბიზნეს საკონსულტაციო პროექტები, მონაცემთა ანალიზი და გამოყენებითი კვლევითი პროექტები; ბიზნეს ლიდერებისა და მენეჯერებისგან შემდგარი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსონალის ჯგუფი; მეწარმეობის სწავლება MIT-ის მეთოდოლოგიით; სტარტაპის შექმნისა და განვითარების საშუალება Orbit-ის პლატფორმისა და ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის დახმარებით და ა.შ.
რა ტიპის სასწავლო მოდელს სთავაზობთ მსმენელს, რამდენად იქნება გათვალისწინებული თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული კომპონენტები?
პროგრამა ფოკუსირებულია მონაწილისათვის სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაზე, იგი ემსახურება საერთო სურათის, მასში არსებული ურთიერთკავშირების იდენტიფიცირებასა და მათი ეფექტიანად მართვისათვის საჭირო უნარების განვითარებას.
მსმენელებს ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ EMBA პროგრამას, სადაც თითოეულ კურსს ჰყავს განსაზღვრული სამუშაო გუნდი, რომელიც სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა პასუხისმგებელი.
რა გამოცდილებას, რა ტიპის ცოდნასა და უნარებს შესძენს პროგრამა მსმენელებს?
აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა თანამედროვე ბიზნესგარემოსათვის დამახასიათებელი ტენდენციების გარშემოა აგებული და მათი გათვალისწინებით მონაწილეებს სტრატეგიულ ხედვასა და ცვლილებების მართვის ეფექტურ უნარებს უყალიბებს.
ადმინისტრირების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს: განივითაროს თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით (ERP, CRM, Tableau, PowerBI და სხვა) პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები; უხელმძღვანელოს ბიზნეს პროცესებს და უზრუნველყოს მათი ოპერაციული სრულყოფილება; გაზომოს რისკები და გააუმჯობესოს ორგანიზაციული ეფექტიანობა; შეიმუშაოს გეგმები ბიზნესის გლობალური კონტექსტის ზრდის ხელშეწყობისათვის, ბიზნეს შესაძლებლობების განსაზღვრისათვის გლობალურ კონტექსტში და ორგანიზაციაში მათთვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის; გამოიყენოს ლიდერობის თანამედროვე მიდგომები რომელიც კონცენტრირებულია ღირებული ადამიანური კაპიტალის გარშემო; თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით შეიმუშაოს ინოვაციური ბიზნეს მოდელები და მართოს სტარტაპ პროექტები; დაიცვას პროფესიული ეთიკა, უზრუნველყოს კომპანიის მდგრადი განვითარება და სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტაცია.
რა ენაზე წარიმართება სწავლება და რამდენად იქნებიან მსმენელები უზრუნველყოფილნი საჭირო სასწავლო რესურსებით?
მათ ვთავაზობთ როგორც ქართულენოვან ასევე ინგლისურენოვან ჯგუფებს. ასევე, სწავლების ცალკეული კომპონენტი, შესაძლებელია, განხორციელდეს შერეულად. უნივერსიტეტში არსებული მოქნილი სასწავლო პროცესის მართვის სისტემა მონაწილეს უზრუნველყოფს ყველა შესაძლო სასწავლო რესურსითა და პროგრამით.
რა შესაძლებლობას მისცემს პროგრამა კურსდამთავრებულებს, რა პოზიციებზე მუშაობის პერსპექტივა ექნებათ მათ და რამდენად მზად იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე დასაქმებისთვის?
პროგრამა კურსდამთავრებულს ტოპ მენეჯმენტის რგოლში დაწინაურების შესაძლებლობას აძლევს (CEO, CFO, COO, VP). უვითარებს მულტიფუნქციურ ხედვას გლობალური ბიზნესგარემოს მართვაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაცია, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ინოვაციები და მდგრადი მართვა.
აგრეთვე, გამოცდილ პროფესიონალს აძლევს მეწარმეობის უახლესი მეთოდოლოგიის შესწავლის, სტარტაპის შექმნისა და განვითარების საშუალებას, პრაქტიკოს მენტორებთან მუშაობის საფუძველზე მიღებული გამოცდილებით საერთაშორისო პროექტებსა და კორპორაციებში დასაქმების პერსპექტივას.
რა შეგიძლიათ გვითხრათ აკადემიურ პერსონალსა და მათ კვალიფიკაციაზე?
პროგრამაზე ასწავლიან პროფესიონალი ლექტორები, რომლებსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერული პოზიციებზე. ასევე, პრაქტიკული ელემენტები პარტნიორ კომპანიებთან კოორდინირებით მენტორობის დახმარებით ხორციელდება.
SEU-ს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 სექტემბრამდე, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
(R)
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია

