GE

ჩოჩხათის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულებიდან ორი სკოლის მოსწავლეა: ერთი სოფელ ნინოწმინდის სკოლაში სწავლობს, ხოლო მეორე – სოფელ ჩოჩხათის სკოლაში.

ლანჩხუთის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნატო მენაღარიშვილის ცნობით, სოფელ ჩოჩხათის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სოფელ ნინოწმინდის სკოლა კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რამდენადაც მათი მოსწავლე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში არ დადიოდა.

წყარო: gurianews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური