GE

CIU 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას იწყებს – დეტალები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. www.naec.gov.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-შიმაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)
  • უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
  • უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 2025 სასწავლო წლის შემოდგომისსემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდაგამოცდა.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 90 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

მედიის კვლევებისა და მულტიმედიაწარმოების სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდაგამოცდა.

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდაგა მოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდაგამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
  • სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
  • მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 29 აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.

ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, შევსებული განცხადების ფორმა დასარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნაასევე შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე:

registration.business@ciu.edu.ge

registration.social@ciu.edu.ge

registration.agro@ciu.edu.ge

registration.law@ciu.edu.ge

შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 13 სექტემბერს.

სპეციალობის გამოცდები ჩატარდება 14 სექტემბერს.

ჩარიცხვის უფლება მოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 18-19 სექტემბერი.

უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი,ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი/ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამაზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერშედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.

გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობებისა დასაერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოებისსამაგისტრო პროგრამა

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური