CIU აცხადებს X, XI და XII კლასის მოსწავლეთა მიღებას სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში – კამათის ხელოვნება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს X, XI და XII კლასის მოსწავლეთა მიღებას სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში – „კამათის ხელოვნება“ (ისწავლე თამაშით), V სეზონი.
„ვკამათობთ არა კამათისთვის, არამედ ვკამათობთ შედეგისთვის“.
პროექტის მიზნები: ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.
პროექტი შედგება ორი ეტაპისგან: ტრენინგი და სიმულაციური მოლაპარაკება;
პროექტის მონაწილეები რეგისტრირდებიან გუნდურად – თითოეული გუნდი შედგება 2 წევრისგან;
რეგისტრირებული გუნდები თამაშამდე გადიან შემდეგ ტრენინგებს – „კამათის კულტურა“; „შეთანხმების დოკუმენტი“;
პროექტი ტარდება შაბათ-კვირის დღეებში – ტრენინგი გაიმართება ონლაინ ფორმატით, ხოლო სიმულაციური მოლაპარაკება – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დასწრებული ფორმატით;
სიმულაციურ მოლაპარაკებაზე დისკუსიის დრო შეადგენს 1:20 საათს (40 წთ. – კამათისთვის, 40 წთ. – შეთანხმებისთვის / კომუნიკეს მიღება);
გუნდებს ლიტერატურით უზრუნველყოფს მენტორი.
დეტალების გასაგებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
- CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი