CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელთან
10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი აბაშიშვილისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის, ჯეინ ფოსტერის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური და პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელი ნია ლომაძე.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ახალი ხედვა და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი აბაშიშვილმა სტუდენტებისთვის შემუშავებულ ახალ ინოვაციურ ინიციატივებზე, ეკონომიკური და ბიზნესკვლევების მიმართულებაზე, ინფორმაციების გაცვლასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა.
განხილული იქნა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, ბიზნესგარემო, საქართელოსა და აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის უპირატესობას ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრაზე მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
- CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა ესტონეთში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი