GE

GRUNI-მ აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ:

ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამის კოორდინატორმა, თეა კუჭუხიძემ, სტუდენტებს დაწვრილებით გააცნო ინფორმაცია პროგრამების შესახებ, ასევე, სააპლიკაციო პროცესისა და იმ მოთხოვნებისა თუ ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულება პროგრამაში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

იმავე 24 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ასევე ჩაატარა ვებინარი, რომლის მიზანია აკადემიურ პერსონალს გააცნოს ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ:

ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა, თათა თოდრიამ დაწვრილებით ისაუბრა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი პროგრამების სააპლიკაციო პროცესის, იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელთა შესრულება პროგრამის მონაწილეთათვის სავალდებულოა.

აშშ-ის საელჩო უკვე მეოთხე წელია ექსკლუზიურად ატარებს გრუნის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ვებინარებს გაცვლითი პროგრამების შესახებ. ვებინარი ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დათმობილი დროისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ორივე ვებინარის ბოლოს, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური