„CIU – ინტელექტკლუბის“ გუნდის წარმატება ბიზნესლიგაზე
სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში „რა? სად? როდის?“ ბიზნეს-ლიგის მე-5 ტური 26 იანვარს გაიმართა.
ბიზნესლიგა მოყვარულთა და პროფესიონალთა დივიზიონებად იყოფა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც პროფესიონალთა დივიზიონში წარმატებით ასპარეზობს, მეხუთე ტურში მაღალი დონის თამაში აჩვენა და 21 ქულით ტურის გამარჯვებული გახდა.
დღემდე გამართულ 4 ტურშიც CIU-ს გუნდი სტაბილურად იკავებდა 1-2 საპრიზო ადგილებს და საერთო ჩათვლაშიც ლიდერობს დივიზიონს.
ბიზნეს-ლიგა ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 10 თამაშს, თითოეული თამაშის შემდეგ გამოვლინდება საპრიზო სამეული, სეზონის ბოლოს კი – „დიდი ჩემპიონი“.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი