GE

CIU – ის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ლევან უჯმაჯურიძე, აკადემიკოსად აირჩიეს

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ლევან უჯმაჯურიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარდგინებით, ერთხმად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად მებაღეობა-მევენახეობის მიმართულებით.

ლევან უჯმაჯურიძე გახლავთ სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი აგრარული მიმართულებით. საზოგადოება მას კარგად იცნობს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემატიკის ნაყოფიერ მკვლევარს. მას გამოქვეყნებული აქვს 78 სამეცნიერო სტატია, მათ შორის – 12 მონოგრაფია, 1 გამოგონება, 2 პატენტი, რომლებიც მნიშვნელოვანია სამეცნიერო იდეის, კვლევის ახალი მეთოდის, ან მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ლევან უჯმაჯურიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დაარსების დღიდან (2014 წ.) ამ ფაკულტეტის პროფესორია და ეწევა ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას. თავის ღრმა და აკადემიურ ცოდნას გადასცემს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, აქტიურად არის ჩართული ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობაში და წლების განმავლობაში გაუწია ხელმძღვანელობა არაერთ წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორატი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, კოლეგები და სტუდენტები, გულითადად ვულოცავთ ამ საპატიო წოდებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ლევანს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური