CIU იწყებს მონაწილეთა შერჩევას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის აცხადებს მონაწილეთა შერჩევას.
მასშტაბური კონფერენცია 15 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი დარგობრივი სექცია იმუშავებს.
აღნიშნული სექციებია: ბიზნესი და ტექნოლოგიები; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ჟურნალისტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; სამართალი; მომავალი სტუდენტები (მოსწავლეები).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 აპრილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს და ის გამორჩეულია ნაშრომთა ხარისხითა და თემატიკის მრავალფეროვნებით, მონაწილეები კი ქართველ სტუდენტებთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან არიან.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი