CIU-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
10 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ყოველწლიური კონფერენცია CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, ასევე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა ზაზა მარუაშვილმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სესილი გოგიბერიძემ.
კონფერენციის გახსნას მოდერაციას CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო მინდიაშვილი უწევდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 200-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა, 7 სექციისა და 15 ქვესექციისგან შედგებოდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; ბიზნესი და ტექნოლიგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა; მედიცინა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
აღსანიშნავია, რომ CIU-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც თერთმეტწლიანი ისტორია აქვს, ასევე სკოლის მოსწავლეებსაც მასპინძლობს. მომავალ სტუდენტთა სექციაში უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა და გამოიმუშავონ სამეცნიერო კვლევის უნარები.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი